ვლადიმერ პუტინმა რუსეთსა და აფხაზეთს შორის სისხლის სამართლის საქმეებში ურთიერთდახმარების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ვლადიმერ პუტინმა რუსეთსა და აფხაზეთს შორის სისხლის სამართლის საქმეებში ურთიერთდახმარების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთსა და აფხაზეთს შორის სისხლის სამართლის საქმეებში ურთიერთდახმარების შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. შესაბამისი დოკუმენტი სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე უკვე გამოქვეყნდა.

რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა სისხლის სამართლის საქმეებში ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებას 2015 წლის 28 მაისს სანქ-პეტერბურგში მოაწერეს ხელი. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, შეთანხმება  სისხლის სამართლის საქმეებში ურთიერთდახმარების მხრივ რუსულ-აფხაზური თანამშრომლობის საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის განვითარებას ითვალისწინებს.

დოკუმენტის თანახმად, მხარეები ვალდებულებას იღებენ, ერთმანეთს მხარდაჭერა აღმოუჩინონ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებულ სასამართლო დევნაში, სასამართლო პროცესებსა და სხვა საპროცესო ქმედებებში.