სახელმწიფო დაფინანსებას 20 პარტია მიიღებს, რაც ჯამში 9 მილიონზე მეტს შეადგენს

სახელმწიფო დაფინანსებას 20 პარტია მიიღებს, რაც ჯამში 9 მილიონზე მეტს შეადგენს

კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მქონე პარტიების რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებენ, 11-დან 20-მდე გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განკარგულებით, სახელმწიფოსგან დაფინანსდებიან შემდეგი პარტიები: „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ - წლიური დაფინანსება - 236,572 ლარი, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ - წლიური დაფინანსება 536,572 ლარი, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ - წლიური დაფინანსება - 236,572 ლარი, „ეროვნული ფორუმი“ - წლიური დაფინანსება - 236,572 ლარი, „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ – 598,698 ლარი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 2,082,238 ლარი, „თავისუფალი დემოკრატები“ – 512,196 ლარი, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 472,812 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 1,122,526 ლარი, „ევროპული საქართველო“ – 895,726 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ – 241,625 ლარი, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ – 997,037 ლარი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 744,008 ლარი, „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“ – 87,024 ლარი, „თავისუფალი საქართველო“ – 87,024 ლარი, „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“, - 87,024 ლარი, „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ – 87,024 ლარი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – 87,024 ლარი, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 195,511 ლარი, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“ – 195,511 ლარი.

ჯამში აღნიშნული 20 პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9,739,296 ლარს მიიღებს.

პარტიების დაფინანსების შესახებ განკარგულება ცესკოს თავმჯდომარემ დღეს გამოსცა.