პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, გოგონების წინდაცვეთა გახდება სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი,- ამის შესახებ ჟურნალისტების იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, აუცილებელია, ეს წესი საქართველოში სასწრაფოდ აღმოიფხვრას.
„ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ბავშვთა უფლებებისთვის. ეს პროცესი უნდა გაგრძლედეს და დასრულდეს სტამბულის კონვენციის რატიფიკაციით, რომლის ხელმოწერის პატივიც მქონდა ორი წლის წინ. რატიფიკაცია ახალი პარლამენტის ფარგლებში მოხდება, სადაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ჩავამატეთ ახალი მუხლი. ეს მუხლი ეხება ქალის გენიტალიების დამახინჯებას. თუ პარლამეტი ამას მხარს დაუჭერს, გოგონების ე.წ. წინადავეთა გახდება სისხლის სმართლებრივი წესით დასჯადი. ჩვენ არ გვეგონა, თუ ასეთი წესი არსებობდა საქართველოში. გვინდა, რომ ეს წესი საქართველოში სასწრაფოდ აღმოიფხვრას“,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.