ზურაბ ალავიძე:  არასდროს არც ერთი პარტიისთვის, არც ერთი თეთრი არ გადამიხდია

ზურაბ ალავიძე: არასდროს არც ერთი პარტიისთვის, არც ერთი თეთრი არ გადამიხდია

არასდროს არც ერთი პარტიისთვის, არც ერთი თეთრი არ გადამიხდია, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ზურაბ ალავიძემ განაცხადა, სამომავლოდ უპრეცედენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება.

“პროექტებს შორის არის რვაასი კილომეტრის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა, ხიდები, ესტაკადები გვირაბები. ვგეგმავთ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ასევე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას. ვმუშაობთ ქვეყნის სივრცით მოწყობაზე. საკადრო ცვლილებებზე მოგვიანებით მოგახსენებთ”, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

ამასთან, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზურაბ ალავიძემ 2012 წელს პარტია „ნაციონალური მოძრაობას“ გარკვეული რაოდენობის თანხა შესწირა.