ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია იქნება

ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გიორგი გახარიამ შეცვალა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილი შეინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობას.

„გიორგი გახარია არის კვალიფიციური ეკონომისტი. ის გახლავთ პოლიტოლოგიისა და ბიზნესის მართვის მაგისტრი. მას აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კარგი ხედვა და თანამედროვე მიდგომები. გიორგი მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებში წამყვან თანამდებობებზე. 2013 წლიდან კი გახლდათ საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი და ამავდროულად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში. ის ასევე არჩეულია საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრად „ქართული ოცნების“ პარტიული სიით. გიორგი ყოველთვის იყო ბიზნესის ინტერესების დამცველი საქართველოს მთავრობაში და ამიერიდან მას მოუწევს ბიზნესის ინტერესებზე, მის განვითარებაზე უკვე ეკონომიკის მინისტრის რანგში ზრუნვა. წარმატებებს ვუსურვებ მას და დარწმუნებული ვარ, გიორგი ჩვენთან და ბიზნესთან ერთად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაში”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.