კახი კალაძე კვლავ ენერგეტიკის მინისტრი იქნება

კახი კალაძე კვლავ ენერგეტიკის მინისტრი იქნება

კახი კალაძე კვლავ ენერგეტიკის მინისტრად ბრუნდება.  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ  მთავრობის  ახალი წევრების დასახელების დროს გახდა ცნობილი.

კახი კალაძე ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე ილია ელოშვილს შეცვლის, რომელიც ამ თანამდებობაზე კალაძის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო დაინიშნა.

კახი კალაძე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეორე ნომერი იყო.