ნოდარ ხადური სავარაუდოდ კონკურენციის სააგენტოს უხელმძღვანელებს

ნოდარ ხადური სავარაუდოდ კონკურენციის სააგენტოს უხელმძღვანელებს

ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ხადური სავარაუდოდ კონკურენციის სააგენტოს უხელმძღვანელებს.

2030-ის ინფორმაციით, ხადური, რომელიც მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება, სწორედ აღნიშნული სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნება.

კონკურენციის სააგენტოს ამ დროისთვის გიორგი ბარაბაძე ხელმძღვანელობს.

კონკურენციის სააგენტო 2014 წლის აპრილში, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეიქმნა.