ეგვიპტის საკასაციო სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს მუჰამედ მურსის სამუდამო პატიმრობის სასჯელი გაუუქმა

ეგვიპტის საკასაციო სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს მუჰამედ მურსის სამუდამო პატიმრობის სასჯელი გაუუქმა

ეგვიპტის საკასაციო სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს მუჰამედ მურსის სამუდამო პატიმრობის სასჯელი გაუუქმა, - იუწყება სააგენტო Reuters. 

სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ბრალდება, რომლის თანახმად, ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ მურსი ჯაშუშობდა პალესტინური ორგანიზაცია „ჰამასის“ სასარგებლოდ, უსაფუძვლოა და საქმე ხელახალ განხილვაზე გადააგზავნა. 

მიუხედავად ამისა, ყოფილი პრეზიდენტი მაინც პატიმრობაში რჩება. მას მისჯილი აქვს 15-წლიანი პატიმრობა ყატარის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის, ასევე 20-წლიანი პატიმრობა 2012 წელს დემონსტრაციების დროს აქტივისტების დაკავებისა და წამების ბრძანების გაცემისთვის.

15 ნოემბერს ეგვიპტის საკასაციო სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის, ისლამისტი მუჰამედ მურსის სიკვდილით დასჯის განაჩენი გააუქმა.

მუჰამედ მურსი პრეზიდენტობიდან 2013 წლის ივლისში გადააყენეს. ის ეგვიპტის ისტორიაში დემოკრატიული გზით არჩეული პირველი პრეზიდენტი იყო. 
მისი ჩამოგდების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა მთავრობამ „ძმები მუსლიმების" მოძრაობა აკრძალა და მათი მხარდამჭერები დააკავა.