სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს ევროპაში მოგზაურობის დროს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს ევროპაში მოგზაურობის დროს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს ევროპაში მოგზაურობის დროს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. დეპარტამენტი მოგზაურებს ურჩევს, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროპაში ფესტივალებზე, ღონისძიებებზე და გარებაზრებზე ყოფნისას სიფრთხილე გამოიჩინონ, - იუწყება CNN.

აღნიშნული გაფრთხილება მას შემდეგ გამოიცა, რაც საფრანგეთის სპეცსამსახურებმა განაცხადეს, რომ ჩაშალეს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებასთან დაკავშირებული ტერორისტული აქტი. 

კვირას მარსელში და სტრასბურგში ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას ფრანგმა ძალოვნებმა 7 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც საფრანგეთის ტერიტორიაზე ახალ ტერორისტულ აქტს ამზადებდნენ.