ალექსანდრე ჯეჯელავა - მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის წარდგენის ცერემონიაზე დამპატიჟეს, როგორც ჩანს, შემადგენლობაში ვიქნები

ალექსანდრე ჯეჯელავა - მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის წარდგენის ცერემონიაზე დამპატიჟეს, როგორც ჩანს, შემადგენლობაში ვიქნები

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის წარდგენის ცერემონიაზე დამპატიჟეს და როგორც ჩანს, შემადგენლობაში ვიქნები, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, განათლების მინისტრის რანგში ის გააგრძელებს იმ გეგმებით მუშაობას, რაც სტრატეგიაშია დასახული.
„სკოლას გავხდით უფრო საინტერესოს, სკოლაშიც და უმაღლესშიც მეტი ტექნოლოგია უნდა გამოვიყენოთ. იგეგმება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების განვითარება. ასევე იგეგმება, რომ პროფესიული განათლება გახდეს პრიორიტეტი, განვითარდეს მეცნიერება და სკოლამდელ დაწესებულებებს მეტი ყურადღება მიექცეს“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.