ერდოღანი - ის, რაც გაკეთდა ტრამპის საწინააღმდეგოდ ევროპასა და აშშ-ში, დემოკრატიის უპატივცემულობაა

ერდოღანი - ის, რაც გაკეთდა ტრამპის საწინააღმდეგოდ ევროპასა და აშშ-ში, დემოკრატიის უპატივცემულობაა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ტალღა დაგმო, - იუწყება თურქული სააგენტო „ანადოლუ“.

„ის, რაც გაკეთდა ტრამპის საწინააღმდეგოდ ევროპასა და აშშ-ში, დემოკრატიის უპატივცემულობაა“, - განაცხადა ერდოღანმა.

„პირველ რიგში, ვისაც სჯერა საარჩევნო სისტემის, მათ უნდა პატივი სცენ საბოლოო შედეგებს. თუ ამას ვერ ახერხებენ, ესე იგი, მათ არ ესმით დემოკრატია, დემოკრატიის ატანა არ აქვთ და პატივს არ სცემენ მას“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა არჩევნების მეორე დღეს. 
„ჩვენ შევთანხმდით, რომ თურქეთსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის კუთხით უამრავი საკითხებია“, - განაცხადა ერდოღანმა.