იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 6:49 საათზე ცუნამი დაიწყო, ტალღის სიმაღლემ 1 მეტრს გადააჭარბა. 

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ფუკუშიმას პროფექტურის ქალაქ ივაკიდან 67 კილომეტრის დაშორებით 10-11 კილომეტრის სიღრმეზე იყო. 

სტიქიის შედეგად დაღუპულებისა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. 

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს მომხდარი დამანგრეველი სტიქიის შედეგად იაპონიში 18 000 ადამიანი დაიღუპა, ათასობით მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა. მაშინ ქვეყანამ მილიარდობით დოლარის ზარალი ნახა.