ანგელა მერკელმა დაადასტურა, რომ უვიზო რეჟიმი ევროკავშირში შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების მიღწევისთანავე ამოქმედდება

ანგელა მერკელმა დაადასტურა, რომ უვიზო რეჟიმი ევროკავშირში შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების მიღწევისთანავე ამოქმედდება

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაადასტურა, რომ უვიზო რეჟიმი ევროკავშირში შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების მიღწევისთანავე ამოქმედდება. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ  ანგელა მერკელმა პეტრო პოროშენკოსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ამდინისტრაციის ინფორმაციით, პეტრო პოროშენკომ და ანგელა მერკელმა ნორმანდიულ ფორმატში მოლაპრაკებებზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ "ნორმანდიული ოთხეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნოემბრის ბოლოს გაიმართება.

მხარეებმა უკრაინა-ევროკავშირის სამიტისთვის მზადების საკითხი განიხილეს. სამიტი ბრიუსელში 24 ნოემბერს გაიმართება.

ევროკავშირის მუდმივ წარმომდგენელთა კომიტეტმა (COREPER) 17 ნოემბერს მხარი დაუჭირა ევროპარლამენტთან უკრაინის მოლაპარაკებების დაწყებას. ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მსგავსად, უკრაინის ვიზალიბერალიზაციისა და შეჩერების ახალი მექანიზმის ამოქმედება ერთდროულად უნდა მოხდეს.