ვახტანგ კაპანაძე ნატო-ში საქართველოს სამხედრო წარმომადგენლად იმუშავებს

ვახტანგ კაპანაძე ნატო-ში საქართველოს სამხედრო წარმომადგენლად იმუშავებს

ვახტანგ კაპანაძე, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვლის, მუშაობას ნატო-ში გააგრძელებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ ვახტანგ კაპანაძემ განუცხადა.

ამასთან, ინფორმაცია ვახტანგ კაპანაძის ნატო-ში საქართველოს სამხედრო წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმაც დაადასტურა.

ვახტანგ კაპანაძეს გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე ვადა ეწურება.

"მე ვარ სამხედრო მოსამსახურე და გავაგრძელებ ქვეყნის სამსახურში ყოფნას. არის შემოთავაზება, რომ ნატო-ში საქართველოს მთავარ სამხედრო წარმომადგენლად წავიდე. დარწმუნებული ვარ, ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებ", - განაცხადა კაპანაძემ და ჟურნალისტებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.