გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე ვახტანგ კაპანაძეს ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვლის

გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე ვახტანგ კაპანაძეს ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვლის

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ადასტურებს, რომ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე ვახტანგ კაპანაძეს ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვლის.

ამის შესახებ იზორიამ უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩაჩიბაიას კანდიდატურა დასამტკიცებლად პრეზიდენტს 22 ნოემბერს წარედგინება.

მისივე თქმით, ცვლილება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ვახტანგ კაპანაძეს გენერალური შატბის უფროსის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.