ვფიქრობ, მთავრობის დამტკიცების პროცედურა ამ კვირაში დასრულდება

ვფიქრობ, მთავრობის დამტკიცების პროცედურა ამ კვირაში დასრულდება

ვფიქრობ, მთავრობის დამტკიცების პროცედურა ამ კვირაში დასრულდება, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც კახიანმა განმარტა, შესაძლოა სესია შაბათს, 26 ნოემბერს დაინიშნოს. 

”პირველ რიგში, დაველოდებით პრემიერის მიერ პარლამენტისთვის მთავრობის შემადგენლობის წარდგენას. ამის შემდეგ თავდაპირველად ერთ დღეს ჩატარდება საკომიტეტო სხდომები. იქნება გაერთიანებული კომიტეტების სხდომები, ერთი პროფილის კომიტეტები რამდენიმე მინისტრს ერთობლივად მოუსმენენ. მეორე დღე დაეთმობა პოლიტიკურ ჯგუფებთან მთავრობის შემადგენლობის შეხვედრას. როგორც უმცირესობა-უმრავლესობა, ასევე ”პატრიოტთა ალიანსის” ფრაქცია შეხვდებიან მთავრობის შემადგენლობას. მესამე დღეს იქნება საკითხის განხილვა პლენარულ სხდომაზე.

მე ვფიქრობ, რომ მთელი ეს პროცედურა ამ კვირაშივე დასრულდება”, - განაცხადა გიორგი კახიანმა. 

მისივე განმარტებით, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას სჭირდება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა და დარწმუნებულია, რომ მთავრობა ამ ხმების რაოდენობას მიიღებს