საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა და მხარდამჭერები ჰყავს

საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა და მხარდამჭერები ჰყავს "დემოკრატებში", "რესპუბლიკელებსა" და საზოგადოების ფართო ფენებში

საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა,  მას მხარდამჭერები მოეძებნება როგორც "დემოკრატებში", ისე "რესპუბლიკელებში", ასევე ფართო საზოგადოებრივ ფენებში, ეს განწყობები კი პოლიტიკის განსაზღვრას განაპირობებს, - ამის შესახებ  სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ბრიჯიტ ბრინკმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბრინკმა აღნიშნა, ამერიკის პრეზიდენტი ჯერ კიდევ ობამაა, ის მოვალეობას შეასრულებს 19-20 იანვრამდე, ვიდრე არ მოხდება ახალარჩეული პრეზიდენტის, ტრამპის ინაუგურაცია.

"ინაუგურაციის შემდეგ იქნება ხელისუფლების გადაბარება და ამ პერიოდში, ძველი ადმინისტრაცია ახალ ადმინისტრაციას ეხმარება, ხდება გადამზადება. საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა და მას მხარდამჭერები ჰყავს, როგორც "დემოკრატებში", ისე "რესპუბლიკელებში", ასევე ფართო საზოგადოებრივ ფენებში, ეს განწყობები კი პოლიტიკის განსაზღვრას განაპირობებს”, - განაცხადა ბრინკმა. 

ბრიჯინტ ბრიკს ასევე დაუსვეს კითხვა, ტრამპის და პუტინის ურთიერთსიმპატიით გამსჭვალული განცხადებებიდან გამომდინარე, შესაძლოა თუ არა, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობს გადაიხედოს.

„ურთიერთობების გადახედვა მიმდინარეობდა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადმინისტრაციების პირობებში, მაგრამ საქართველოს მიმართ ეს დამოკიდებულება იყო უცვლელი. ეს დამოკიდებულება არ შეიცვლება, რადგან ის ამერიკის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს”, - განაცხადა ბრიკმა.