ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ნათქვამია ”ვაშინგტონ პოსტის” სტატიაში. როგორც სტატიაშია აღნიშნული, სანამ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია მოხდება,
კონგრესის დელეგაცია უკრაინას, საქართველოსა და ესტონეთს ეწვევა. დელეგაციას მაკკეინი და ”რესპუბლიკური პარტიის” წევრი ლინდი გრემი უხელმძღვანელებენ.
”ისინი შეეცდებიან ევროპელი პარტნიორების დარწმუნებას, რომ ვაშინგტონი რუსეთის აგრესიას მომავალშიც არ შეურიგდება”, - ნათქვამია სტატიაში.