პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ნდობის მისაღებად ხვალ წარედგინება. შესაბამისი განცხადება კობახიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
მისივე თქმით, ხვალისთვის იგეგმება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბიუროს მოწვევაც.
ამასთან, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, საუკეთესო საარჩევნო სუბიექტის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის წარდგენაზე. როგორც ცნობილია, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილი დაასახელა. სწორედ კვირიკაშვილი შესთავაზებს პარლამენტს მომავალ მინისტრებს. ამჟამად მთავრობა მის ხელმძღვანელთან ერთად მოვალეობის შემსრულებელია.