ზვიად ძიძიგური ადასტურებს, რომ „კონსერვატორების“ მიერ უმრავლესობის ფარგლებში ფრაქციის შექმნის საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს

ზვიად ძიძიგური ადასტურებს, რომ „კონსერვატორების“ მიერ უმრავლესობის ფარგლებში ფრაქციის შექმნის საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს

უმრავლესობის შიგნით რამდენიმე ფრაქციის შექმნაა დაგეგმილი, - ამის შესახებ დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ინფორმაცია, რომ ის უმრავლესობის ფორმატში ცალკე ფრაქციის შექმნას აპირებს.

"კონსულტაციები მიმდინარეობს. უმრავლესობის შიგნით დაგეგმილია რამდენიმე ფრაქციის შექმნა. მათ შორის პარტიული ნიშნით ფრაქციების შექმნა. ამიტომაც კონსულტაციები მიმდინარეობს. "კონსერვატორებს" ოთხი წევრი გვყავს პარლამენტში. კონსულტაციები როდესაც დამთავრდება, გაცნობებთ, რა შედეგი გვექნება", - განაცხადა ძიძიგურმა.