რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორობა ოდესელებისა და ყველა უკრაინელის შეურაცხყოფა იყო. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.
„ეს ოდესელებისა და უკრაინელი ხალხის შეურაცხყოფა იყო. მას აშშ-ი სამუშაო ვიზაც კი არ მისცეს... ნუთუ არ არსებობენ პატიოსანი პროფესიონალი უკრაინელები მსგავსი თანამდებობისთვის?“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ რეჟისორთან, ოლივერ სტოუნთან ინტერვიუში ფილმისთვის „უკრაინა ცეცხლში“.
ოლივერ სტოუნის ფილმის „უკრაინა ცეცხლში“ პრემიერა 21 ნოემბერს, რუსულ ტელეარხზე „რენ ტვ“-ის ეთერში გაიმართება.