რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ერეკლე ტრიპოლსკი აირჩიეს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ერეკლე ტრიპოლსკი აირჩიეს

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ერეკლე ტრიპოლსკი აირჩიეს. ტრიპოლსკის კანდიდატურა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილმა დაასახელა და მას კომიტეტის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარის კიდევ ორ მოადგილეს, კომიტეტმა მხარი დაუჭირა ”ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ კანდიდატს მერაბ ქვარაიას და ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილ კანდიდატს მამუკა ჩიქოვანს. 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ”ქართულმა ოცნებამ” თავდაპირველად მერაბ ქვარაია დაასახელდა, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება შეიცვალა და დღეს, კომიტეტის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ტრიპოლსკი წარადგინეს, რაც ”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, თავად ტრიპოლსკის მოთხოვნის გათვალისწინებით მოხდა.