შესაძლოა, ივანიშვილმა კიდევ უფრო მეტად არაკომპეტენტური მინისტრი წარმოგვიდგინოს ამა თუ იმ დარგში, ვიდრე დღეს არის

შესაძლოა, ივანიშვილმა კიდევ უფრო მეტად არაკომპეტენტური მინისტრი წარმოგვიდგინოს ამა თუ იმ დარგში, ვიდრე დღეს არის

შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ უფრო მეტად არაკომპეტენტური მინისტრი შემოგვთავაზოს, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. 

ბოკერია პრემიერის მიერ მთავრობის პარლამენტში წარდგენის საკითხს გამოეხმაურა. 

”აქ არსებითი სიახლე არაფერია, მთავარია, რომ ივანიშვილის მთავრობა ჰყავს ქვეყანას და ეყოლება კიდევ და აქ არსებითი ცვლილება არ მომხდარა. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ქვეყანა ხიფათის ქვეშ. ამიტომ ძლიერდება ის პრობლემები, რომელიც ქვეყანას აქვს და რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, ამიტომ იზრდება კრიმინალი, კორუფცია და ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელსაც ან საერთოდ არ აქვს ხედვა, ან აქვს მავნებლური ინიციატივები. ცვლილებებს ალბათ არ უნდა ველოდოთ მთავრობაში, ან შესაძლოა ივანიშვილმა კიდევ უფრო მეტად არაკომპეტენტური მინისტრი წარმოგვიდგინოს ამა თუ იმ დარგში, ვიდრე დღეს არის, ან იმაზე ნაკლებად კომპეტენტური, ვიდრე არის. ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ, მათ შორის პარლმენტის ტრიბუნიდან, რომ მათი მავნებლობა შევაჩეროთ”, - განაცხადა ბოკერიამ. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს 22 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგენს. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პრეზიდენტმა პარლამენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.