მაკდონალდსის ქსელში ტრადიციულად ბავშვთა დღე, Mc Happy Days 20 ნოემბერს აღინიშნება. წელს კომპანია საქველმოქმედო მიზნებისთვის განსხვავებულ სოციალურ კამპანიას იწყებს, რომელში ჩართვის საშუალებაც ნებისმიერ მსურველს ექნება.
მაკდონალდსს პარტნიორობას საქართველოს 5 სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ტიპიური და არატიპიური განვითარების ბავშვები გაუწევენ. ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში ბავშვებმა ნახატებზე საკუთარი სამყარო გადაიტანეს, რომელიც საბოლოოდ მათთვის მოულოდნელად 5-ივე ქალაქის უზარმაზარ შენობებზე პროფესიონალების დახმარებით გაცოცხლდა. ბავშვების მიერ შექმნილი ნახატებისგან დამზადდა სიმბოლური სტიკერები, რომელიც ჰეფიმილთან ერთად მაკდონალდსის ყველა რესტორანში საჩუქრად გაიცემა, შემოსული თანხა კი მთლიანად იმ ბავშვების საჭიროებებს მოხმარდება, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდება.
მაკდონალდსის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის, მარიამ ჭანტურიას განცხადებით - ეს აქცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან კომპანიას საქველმოქმედო მიზნებისთვის პარტნიორობას ტიპიური და არატიპიური განვითარების ბავშვები უწევენ, ამავდრულად კი ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა შეიტანოს საკუთარი წვილი ქველმოქმედებაში.
„საქართველოში 400-დან 1 ბავშვი არატიპიური განვითარებით იბადება. საზოგადოებაში კი მათ შესახებ მწირი ინფორმაცია და ბევრი მცდარი სტერეოტიპი არსებობს. ჩვენ გვჯერა, რომ თითოეულ ბავშვს ბედნიერების თანაბარი უფლება აქვს და რომ მიუხედავად გარემოებისა, მათ ერთნაირი უნარი შესწევთ დაეხმარონ სხვებს. სწორედ ამის ყოველდღიურ შეხსენებას ემსახურება ნახატების იმ გარემოებაში გაცოცხლება, სადაც ჩვენ მათთან ერთად ვცხოვრობთ თუმცა ხშირად ეს გვავიწყდება.“
მაკდონალდსმა შარშან სოციალურ საწარმო „ქედელთან“ ითანამშრომლა, რომლის შშმ ბენეფიციარებმა კოამპანიის შეკვეთით ხელნაკეთი აქსესუარები დაამზადეს. ჭიქის სათბურები სპეციალურად ამ კამპანიისთვის შექმნილ მენიუსთან ერთად საჩუქრად გაიცემოდა, აქციის ფარგლებში შეგროვებული თანხა კი მთლიანად კოჯრის შშმ ბავშვთა სახლს გადაეცა.
21 ნოემბერს, 13:00 საათზე, მაკდონალდსის დიღმის ფილიალში პროექტის ვიდეორგოლის პრეზენტაცია და პრესკონფერენცია გაიმართება, ხოლო 3 დეკემბერს კამპანიის ფინალური ნაწილის პრეზენტაცია შედგება, სადაც მაკდონალდსი შემაჯამებელ შედეგებს წარმოადგენს.