უმრავლესობამ გადაწყვეტა ”პატრიოტთა ალიანსს” დაუთმოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა

უმრავლესობამ გადაწყვეტა ”პატრიოტთა ალიანსს” დაუთმოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა

როგორც ჩანს, უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ”პატრიოტთა ალიანსს” დაუთმოს ეს თანამდებობა პარლამენტში, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ”პატრიოტთა ალიანსის” წევრის ნატო ჩხეიძის არჩევა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე უმრავლესობას წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი. 

”პერსონალური საკითხი არ იყო ნატო ჩხეიძის არჩევა-არარჩევა. უბრალოდ, უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ”პატრიოტთა ალიანსს” დაუთმოს ეს თანამდებობა. რომ გითხრათ, რომ ეს არსებითად ცვლის რაიმეს პარლამენტში, ასე არ არის, მაგრამ გარკვევით უნდა თქვან და არ უნდა ერიდებოდეთ პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება, რომ ”პატრიოტთა ალიანსი” არის მათი მხარდამჭერი ამ კომიტეტში. ყველაზე დიდი ტვირთიც სწორედ იურიდიულ კომიტეტზე მოვა პარლამენტში”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა თავმჯდომარის ორი მოადგილე აირჩია. კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი გახდა. რაც შეეხება ოპოზიციის კვოტას, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე კანდიდატურები როგორც ”ნაციონალურ მოძრაობას”, ასევე ”პატრიოტთა ალიანსს” ჰყავდა წარდგენილი. კომიტეტმა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრ ოთარ კახიძესა და ”პატრიოტთა ალიანსის” წევრ ნატო ჩხეიძეს შორის არჩევანი, ნატო ჩხეიძეზე გააკეთა.