საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა ოფიციალურად დასახელდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა ოფიციალურად დასახელდა

საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრემიერ-მინსისტრის თანამდებობაზე წამოყენებული გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა.

ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 18 ნოემბრის განკარგულებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წამოყენებულია საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა",-ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.