ავჭალის დასახლებაში, ჯავახეთის ქუჩაზე, ბეტონის გზა იგება

ავჭალის დასახლებაში, ჯავახეთის ქუჩაზე, ბეტონის გზა იგება

გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ამ ეტაპზე, ავჭალის დასახლებაში, ჯავახეთის ქუჩაზე ბეტონის გზა იგება.

მიმდინარე წლის განმავლობაში, გლდანის რაიონის მასშტაბით, ოთხ ობიექტზე შესრულდა გზის ნაწილობრივი ბეტონის საფარის მოწყობისა და მოხრეშვის სამუშაოები, წლის ბოლომდე კი. აღნიშნული ტიპის სამუშაოები კიდევ ორ მისამართზე, მუხიანი 2-ის დასახლებაში,  ვარდისუბნისა და ავჭალაში, დადიანის ქუჩებზე განხორციელდება.

გლდანის რაიონის მასშტაბით ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს,  იგება შიდაკვარტლური გზები,  ეწყობა სკვერები და სტადიონები.