დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობა გენერალ-ლეიტენანტ მაიკლ ფლინს შესთავაზა

დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობა გენერალ-ლეიტენანტ მაიკლ ფლინს შესთავაზა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობა გენერალ-ლეიტენანტ მაიკლ ფლინს შესთავაზა, - იუწყება სააგენტო „ასოშეიტედ პრესი“.

მანამდე მედია განიხილავდა მაიკლ ფლინს როგორც ერთ-ერთ კანდიდატს პენტაგონის ხელმძღვანელის პოსტზე. 

მაიკლ ფლინი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს (სამხედრო დაზვერვა) 2012-2014 წლებში ხელმძღვანელობდა. 2016 წლის თებერვლიდან ის მუშაობს დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის მრჩევლად.