პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ შეთანხმებიდან გამოსვლა მიმდინარე პროცესებზე რაიმე გავლენას არ იქონიებს.
”რუსეთს არ ჰქონია ეს შეთანხმება რატიფიცირებული. შეუერთდა თავის დროზე, მაგრამ შემდეგ რატიფიცირება არ მოუხდენია. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც ჩანს, თავს არიდებენ გარკვეულ პასუხისმგებლობებს და ვალდებულებებს. რაიმე გავლენას არ იქონიებს იმ პროცესზე, რაც მიმდინარეობს”, - აღნიშნა აბაშიძემ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ შეთანხმებიდან გამოსვლის თაობაზე.