ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვნელი ირინა მილორავა აცხადებს, რომ ახალი სატარიფო მეთოდოლოგიით, გათვალისწინებულია ტარიფების დადგენა ერთი წლით, ტარიფები გადაიხედება ყოველწლიურად, - ამის შესახებ ენერგეტიკის მარგულირებელი კომისისს ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ ლარის კურსის გაუფასურების გამო დენის ტარიფის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებული კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
როგორც მილორავამ აღნიშნა, გათვალისწინებულია ტარიფების დადგენა ერთი წლით, ეს იმას ნიშნავს, ტარიფების გადახედვა ყოველწლიურად ხდება, ასე მოხდა შარშან შარშან წინ და ასე იქნება მომავალ წელსაც.
„რაც შეეხება ტარიფების ცვლილებას, რა თქმა უნდა, ტარიფთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, ვიდრე ჩვენ ბოლომდე დეტალურად არ ვნახავთ ინფორმაციას, ლარის კურსი არ არის იმ შინაარსისა და ხასიათის ცვლილება, რომელსაც შესაძლებელია, ტარიფზე გავლენა ჰქონდეს“,-აღნიშნა მილორავამ
მასთან, მისივე თქმით, პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, რადგან ენერგეტიკის მარგეულირებელი კომისიის საქმეა გადაწყვეტილების მიღება და არა პროგნოზის გაკეთება.
„ეს ეხება ყველა სამომხმარებლო ტარიფს, რასაც სემეკ-ი იხილავს“,-აღნიშნა მილორავამ.