ხატია დეკანოიძე თანამდებობიდან წასვლის შესახებ პირდაპირ პასუხს თავს არიდებს

ხატია დეკანოიძე თანამდებობიდან წასვლის შესახებ პირდაპირ პასუხს თავს არიდებს

უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე პირდაპირ არ პასუხობს კითხვას, აპირებს თუ არა თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებას. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, გუშინდელ ბრიფინგზე დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, პირველები ისინი შეიტყობენ. 
პოლიციის ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა ოდესის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელ გიორგი ლორთქიფანიძის გადადგომაზე. დეკანოიძის თქმით, ლორთქიფანიძის გადაწყვეტილების შესახებ იცოდა და ძალიან წუხს მომხდარის გამო. „ყოველთვის სამწუხაროა, როდესაც პატიოსანი პოლიციელი თანამდებობას ტოვებს“, - განაცხადა დეკანოიძემ.