ავტომანქანების სავალდებულო ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით, მთავრობა საკონსულტაციო კომპანიას დაიქირავებს

ავტომანქანების სავალდებულო ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით, მთავრობა საკონსულტაციო კომპანიას დაიქირავებს

საქართველოს მთავრობა, ავტომანქანების სავალდებულო ტექდათვალიერებიასთან დაკავშირებით, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის თაობაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.

ამ თემაზე 8 ნოემბერს განცხადებას გააკეთებს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. 

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ანონსშია აღნიშნული, დიმიტრი ქუმსიშვილი ბრიფინგს გამართავს "საქართველოს მთავრობის მიერ ინტერესთა გამოხატვის შესახებ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტესტირების (ტექდათვალიერების) ამოქმედების მიზნით საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის თაობაზე".