ერაყში პანკისის ხეობის მკვიდრი მუჰამად ხანგოშვილი დაიღუპა

ერაყში პანკისის ხეობის მკვიდრი მუჰამად ხანგოშვილი დაიღუპა

 ერაყში საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობის მკვიდრი მუჰამად ხანგოშვილი დაიღუპა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პანკისის ხეობიდან აცნობეს. 

წყაროს ინფორმაციით, 22 წლის ხანგოშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისის მკვიდრი იყო. ის ”ისლამური სახელმწიფოს” წევრი და დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის, დაღუპულ თარხან ბათირაშვილის (უმარ ალ-შიშანის) პირადი მცველი იყო. როგორც წყარო აღნიშნავს, მუჰამად ხანგოშვილი ერაყის ქალაქ მოსულში ავიადარტყმის დროს გარდაიცვალა. 

ამჟამად ერაყის არმია მოსულზე მასშტაბურ შეტევით ოპერაციას ახორციელებს. ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა მოსულის ”ისლამური სახელმწიფოსგან” გათავისუფლების ოპერაცია რამდენიმე კვირის წინ დაიწყეს. დაჯგუფება ერაყის სიდიდით მეორე ქალაქს 2014 წლიდან აკონტროლებს.