გია ვოლსკიმ პარლამენტში, შესაძლოა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტიც დაიკავოს

გია ვოლსკიმ პარლამენტში, შესაძლოა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტიც დაიკავოს

”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ მეცხრე მოწვევის პარლამენტში პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობის გარდა, შესაძლოა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტიც დაიკავოს.

”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის ფორმირება, რომელიც პარლამენტში 2004 წლიდან არსებობს, მეცხრე მოწვევის პარლამენტიც იგეგმება და მას კვლავ ვოლკსი უხელმძღვანელებს. 

ვოლსკი ”ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტზე დაასახელა.