უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილის გადადგომის განცხადებას მთავრობისგან შესაბამისი წარდგენის შემდეგ მოაწერს ხელს. ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“-ს პოროშენკოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
„თუ უკრაინის მინისტრთა კაბინეტი შესაბამის წარდგენას შემოიტანს, პრეზიდენტი სააკაშვილის გადადგომას მოაწერს ხელს. ამასთან, მოხდება მისი გადაყენებისთვის არსებული რეალური საფუძვლის გაანალიზება“, - აღნიშნეს ადმინისტრაციაში.
მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. მანამდე, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება ოდესის პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ მიიღო.
მიხეილ სააკაშვილი ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტს 2015 წლის 30 მაისიდან იკავებდა.