დავით საყვარელიძე:   მიხეილ სააკაშვილი აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს

დავით საყვარელიძე: მიხეილ სააკაშვილი აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინას არ დატოვებს და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს. ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა „გორდონს“ უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილე დავით საყვარელიძემ განუცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ მაღალი დონის არაორდინალური პოლიტიკოსია. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ძალისხმევის მიუხედავად, სააკაშვილი განტევების ვაცად გამოეყვანა, ეს არ გამოუვიდა“, - განაცხადა საყვარელიძემ. 

მისი თქმით, სააკაშვილის მომდევნო ქმედებები მიმართული იქნება „ეროვნული ცვლილებებისკენ“.

„სააკაშვილი უკრაინას არ დატოვებს და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს. თქვენ ამის შესახებ მალე გაიგებთ“, - განაცხადა საყვარელიძემ.

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტის დატოვების შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა. მანამდე, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება ოდესის პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ მიიღო. 

მიხეილ სააკაშვილის ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტს 2015 წლის 30 მაისიდან იკავებდა.