მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კლანების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ამის შესახებ სააკაშვილმა ღია ცის ქვეშ გამართულ ბრიფინგზე, გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებისას განაცხადა.
„ოდესის ოლქში პრეზიდენტი ორ კლანს პირადად უჭერს მხარს. ეს არის ტრუხანოვის ბანდიტური, კრიმინალური, 90-იანი წლების მვკლელების კლანი და ურბანსკის კორუფციული კლანი. რეალურად, მთელი ძალაუფლება ოლქში ამ ორს და მათ მოკავშირეებს მისცეს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ოდესის ოლქი ჩააბარეს არამხოლოდ კორუფციონერებს, არამედ უკრაინის მტრებს.
„როცა ვამბობდით, რომ ყველაფერს შევცვლით, პრეზიდენტი პოროშენკო იძახდა, რომ მას იაცენიუკი უშლიდა ხელს. ჩვენ შევქმენით „წმენდის მოძრაობა“ და იაცენიუკის მოშორებაში დავეხმარეთ. რითი დამთავრდა ეს ყველაფერი? იაცენიუკის გუნდი პრეზიდენტის გუნდმა ოდნავ გადაწია და ამავე სქემებით როგორც ძარცვავდნენ, ისე ძარცვავენ დღესაც“, - განაცხადა სააკაშვილმა.