ამერიკა საქართველოსთან მიმართებაში დამოკიდებულებას არჩევნების შემდეგ არ შეიცვლის, აცხადებს აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი.
იან კელის თქმით, აშშ-მ იცის საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები და შესაბამისად, მისი საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება.
"ძალიან კარგია, რომ აშშ-ში არ იცვლება შეხედულება საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში. საგარეო პოლიტიკა იქნება იგივე. ჩვენ კარგად ვიცით ის გამოწვევები, რაც საქართველოს აქვს რუსეთიდან გამომდინარე. შესაბამისად, საგარეო პოლიტიკის გადახედვა არ მოხდება ამ კუთხით. ჩვენ ყველანი ველოდებით 9 ნოემბერს და არჩევნების შედეგებს. რაიმე ცვლილებებს საგარეო პოლიტიკური კუთხით არ ველოდებით", - განაცხადა იან კელიმ.
ამერიკის შეეერთებული შტატები ახალ პრეზიდენტს 8 ნოემბერს აირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს დონალდ ტრამპი და ჰილარი კლინტონი უპირისპირდებიან.