გიორგი კვირიკაშვილი - მთავრობაში ცვლილება ძალოვან მინისტრებს არ შეეხებათ, იქნებიან ახალი სახეებიც

გიორგი კვირიკაშვილი - მთავრობაში ცვლილება ძალოვან მინისტრებს არ შეეხებათ, იქნებიან ახალი სახეებიც

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობაში ცვლილება ძალოვან მინისტრებს არ შეეხებათ. 

ამასთან, როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეებიც იქნებიან. 

„რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, რამდენიმე ცვლილება იქნება. იქნებიან ახალი სახეებიც, თუმცა ამის შესახებ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.