კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ია მაქაცარია ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი და გუნდური მოთამაშეა.
როგორც მინისტრმა ჟურნლისტებს განუცხადა, მაქაცარიასთან ძალიან კარგად თანამშრომლობს, როგორც მერიის წარმომადგენელთან.
მისივე თქმით, ია მაქაცარია აქტიურად იყო ჩართული მერიისა და კულტურის სამინიტროს ერთობლივ ღონისძიებებში.
კითხვაზე, შეცვლის თუ არა გიორგაძეს ია მაქაცარია, მინისტრმა უპასუხა, რომ მთავრობაში ცვლილებების შესახებ განცხადებას პრემიერი გააკეთებს.
"განცხადებას პრემიერი გააკეთებს. მე ვერც ვერაფერს უარვყოფ და ვერც დავადასტურებ", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.