ვაკის რაიონის გამგეობის ინიციატივით, 5 და 6 ნოემბერს სპორტული ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობებში: ჭადრაკი, სროლა, კარტინგი, მაგიდის ჩოგბურთი და ბილიარდი. შეჯიბრი ჭადრაკში ჭადრაკის სასახლეში გაიმართა, ტურნირი სროლაში - Arena 1-ზე, შეჯიბრი კარტინგში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბილიარდში კი - გასართობ ცენტრ „ასტრა პარკში“.
თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით, სიგელებით, LUTECIA-ს ვაუჩერებითა და ფულადი პრიზებით - I ადგილზე გასულ 5 მონაწილეს გადაეცა ფულადი ჯილდო 100 ლარის ოდენობით, II ადგილზე გასულ 5 მონაწილეს - 70 ლარი, III ადგილზე გასულ მონაწილეებს კი - 50 ლარი.
ვაკის რაიონში შემავალი უბნების მიხედვით და სხვადასხვა კატეგორიაში ჯამური შედეგების თანახმად გამოვლინდნენ ასევე განარჯვებული გუნდები:
I ადგილი - ვაკის რაიონის გუნდი
II ადგილი - წყნეთის გუნდი
III ადგილი - ვაჟა-ფშაველას გუნდი
IV ადგილი - ნუცუბიძის მ/რ-ების გუნდი