ჩვენ უნდა ვეცადოთ, სწორად და კორექტულად ვაწარმოოთ მოლაპარაკებები რუსეთთან, - ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთ მინისტრმა, პაოლო ჯენტილონიმ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
”ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, იმ ვითარებაში, როცა დასავლეთის სახელმწიფოები რუსეთის მიმართ ხისტი მიდგომების და პოზიციის მომხრეა, სად დგას იტალია დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირებაში, ჯინტილონიმ განაცხადა, რომ აუცილებელია პრაგმატიზმი და პრაგმატული მიდგომა.
”ვიცით, რომ რუსეთი არის ევროკავშირის ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი მეზობელი. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ნატო-სთვის ურთიერთობების შენარჩუნება. ამიტომ ევროპის ქვეყნების 80% შედის ნატო-ში. ჩვენ უნდა ვეცადოთ, სწორად და კორექტულად ვაწარმოოთ მოლაპარაკებები რუსეთთან. დიპლომატიური ჟარგონით ჩვენ ამას „ორმაგ ბილიკს“ ვუწოდებთ, რომელსაც ყველა არ იზიარებდა, მაგრამ ახლა უფრო მეტი ქვეყანა იზიარებს ამ აზრს. ერთი ბილიკი არის ის, რომ ჩვენ, ჩვენი პრინციპები დავიცვათ: საქართველოს შემთხვევაში ჩვენ უნდა ვაღიაროთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, უკრაინის შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ მივიღოთ ისეთი ზომები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვფიქრობ, რომ სანქციებსაც ჰქონდა შედეგები. როგორც გერმანია, აშშ, მხარს ვუჭერთ ამ დიალოგს, აუცილებელია პრაგმატიზმი და უნდა გაგრძელდეს პრაგმატული მიდგომა საკითხის მიმართ. ეს არის ორი წერტილი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ რუსეთთან ურთიერთობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში როგორ მოიქცევა რუსეთი. ჩვენი რეაქციები მათ ნაბიჯებზეც არის დამოკიდებული”, - განაცხადა პაოლო ჯენტილონიმ.