აშშ-ს გამოძიებათა ფედერალური ბიურო პრეზიდენტობის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის ახალი ელექტრონული წერილების შესწავლის შემდეგ, კვლავ არ აპირებს მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას.
ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელი ჯეიმს კომი აშშ-ის კონგრესისთვის გაგზავნილ წერილში წერს.
„ჩვენ შევისწავლეთ ჰილარი კლინტონის ყველა გაგზავნილი და მიღებული წერილი სახელმწიფო მდივნად მუშაობის პერიოდში. ჩვენი შემოწმების საფუძველზე, არ შეგვიცვლია ის დასკვნები, რომელიც ივლისში გამოვიტანეთ“, - ნათქვამია წერილში.
ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარე წლის ივლისში შეწყდა. არსებული ინფორმაციით, 2009-2013 წლებში, სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნისას, ჰილარი კლინტონი სამსახურეობრივი მიმოწერის მიზნით, კერძო სერვერს იყენებდა და ამით საინფორმაციო უსაფრთხოების წესები დაარღვია.