ალბანეთსა და კოსოვოში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ 11 სავარაუდო წევრი დააკავეს. სააგენტო AFP-ის ცნობით, ამის შესახებ ორი ქვეყნის უშიშროების უწყებებმა განაცხადეს.
ალბანეთის სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, 4 მათგანი 5 ნოემბერს დააკავეს. მათ ტერორიზმის დაფინანსების და „ისლამური სახელმწიფოსთვის“ „ბოევიკების“ რეკრუტირების ბრალდება წაუყენეს. თავის მხრივ, კოსოვოში დააპატიმრეს 7 ადამიანი, რომელიც „ტერორიზმსა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნაშია“ ბრალდებული. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ბალკანეთის ქვეყნებში ტერაქტებს გეგმავდნენ.
ოფიციალური მონაცემებით, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში 250 კოსოვოელი ალბანელი იბრძვის.