საქართველოს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესტუმრა

საქართველოს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესტუმრა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილონი ეწვია. 
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. 
ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდგომ დაგეგმილია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში იტალიის საელჩოსა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო გამოსვლა თემაზე - „იტალია-საქართველოს ურთიერთობები და ევროპის მომავალი“. 
ვიზიტის ფარგლებში პაოლო გენტილონი ასევე ეწვევა იუსტიციის სახლს, სადაც გაეცნობა საქართველოს რეფორმებს სახელმწიფო სერვისების სფეროში. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პატივს მიაგებს საქართველოს დაღულული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო ვიზიტი საქართველოში 2008 წლის სექტემბერში გაიმართა.