უმრავლესობაში მაჟორიტართა ფრაქციები, შესაძლოა, ზაქარია ქუცნაშვილისა და კახა ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნას

უმრავლესობაში მაჟორიტართა ფრაქციები, შესაძლოა, ზაქარია ქუცნაშვილისა და კახა ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნას

საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში ფრაქციების ფორმირება, შესაძლოა, დეპუტატების - ზაქარია ქუცნაშვილისა და კახა ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით მოხდეს. 

საუბარია ფრაქციებზე, რომლებიც უშუალოდ მაჟორიტარი დეპუტატების შემადგენლობით დაკომპლექტდება. ”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ”ქართულ ოცნებაში” ასეთი სამი-ოთხი ფრაქციის შექმნა იგეგმება. 

კახა ოქრიაშვილმა სააგენტოს დაუდასტურა, რომ მას უმრავლესობაში ფრაქციის ჩამოყალიბების სურვილი აქვს, ჰყავს თანამოაზრეთა გუნდი და ამ თემაზე პარტიის ლიდერებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

ზაქარია ქუცნაშვილი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. 

დღეს, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ მხოლოდ ერთი ფრაქციის - ფრაქცია ”ქართული ოცნების“ შექმნის შესახებ გახდა ცნობილი, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. ”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ეს იქნება უმრავლესობის ყველაზე დიდი ფრაქცია, რომელშიც ძირითადად საპარლამენტო თანამდებობის პირები და პარტიული სიით გასული დეპუტატები გაერთიანდებიან.