ყველა საპარლამენტო თანამდებობაზე კვალიფიციური და გამოცდილი კადრები არიან დასახელებული

ყველა საპარლამენტო თანამდებობაზე კვალიფიციური და გამოცდილი კადრები არიან დასახელებული

 ყველა საპარლამენტო თანამდებობაზე კვალიფიციური და გამოცდილი კადრები არიან დასახელებული, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მისთვის ეს პოზიცია უდიდესი პასუხისმგებლობაა. „ვფიქორბ, ჩვენი საქმიანობა იქნება ნაყოფერი. თქვენ ნახეთ, რომ ყველა საპარლამენტო თანამდებობაზე კვალიფიციური, მათ შორის გამოცდილი კადრები არიან დასახელებული. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი დაამტკიცებს, აირჩევს დასახელებულ პირებს და ჩვენი საქმიანობაც ასევე ერთობლივად, ამ გუნდთან ერთად იქნება ნაყოფიერი საპარლამენტო საქმიანობის პირობებში“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.