“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, “ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა შესაძლოა მანანა კობახიძეს შესთავაზოს და აღნიშნულ პოსტზე პარლამენტში მის კანდიდატურას მხარი დაუჭიროს.
აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით პარტიაში კონსულტაციები გრძელდება და გადაწყვეტილება ამ დრომდე მიღებული არ არის.
კიდევ ერთი კანდიდატურა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე განიხილება, არის გედევან ფოფხაძე.
ასევე, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, ვინ დაიკავებს ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს და ვინ უხელმძღვანელებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიას.