ირაკლი კობახიძემ მიიღო შეთავაზება, არჩეული იყოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, უმრავლესობამ ერთხმად დაუჭირა მხარი კობახიძის კანდიდატურას მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე. ქუცნაშვილის განმარტებით, 15 საპარლამენტო კომიტეტიდან 12-ზე წარსადგენი თავმჯდომარის კანდიდატურა შეთანხმებულია.
„ასევე წინადადებები მიიღეს ვიცე-სპიკერატის შემადგენლობამ და 15 კომიტეტიდან 12 კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატებმა. სამი კომიტეტი დარჩა, სადაც გრძელდება კონსულტაციები, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი, სპორტის კომიტეტი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. რაც შეეხება პერსონალიებს, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში განცხადება გაკეთდება.