ქურთებისა და არაბების შეიარაღებული ძალები ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ დედაქალაქ რაქას ასაღებად სპეცოპერაციას იწყებენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. სპეცოპერაცია ამერიკის შეერთებული შტატებისა და კოალიციის დახმარებით წარიმართება.
სირიის დემოკრატიული ძალების განმარტებით, კოალიცია აშშ-ს ხელმძღვანელობით, საჰაერო იერიშებს განახორციელებს,
სპეცოპერაცია კი რამდენიმე საათში დაიწყება. მათ მოსახლეობა გააფრთხილეს, თავი აარიდონ იმ ადგილებს, სადაც ტერორისტული დაჯგუფების მებრძოლები იმყოფებიან.